რა დამაბერებს თუ კი მზეს ვხედავ
რამდენ ოცნებას დაიტევს გული
მე ყველა სათქმელს ლექსში ვერ ვბედავ
არ აბობოქრდეს სხვა სიყვარული
ჯანდაბას მერე დამეცეს ბინდი
მხრებზე მოვიხვევ ღამის უკუნეთს
ვიტყვი ცხოვრების წიგნებს მეც ვშლიდი
და მეც ვიცნობდი ამ საუკუნეს
სანამ ვცოცხლობთ და სანამ ვვარსებობთ
ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა
ხვალ ისევ ისე გამოიდარებს
მერე რა მოხდა გუშინ თუ წვიმდა
ჯანდაბას მერე დამეცეს ბინდი
მხრებზე მოვიხვევ ღამის უკუნეთს
ვიტყვი ცხოვრების წიგნებს მეც ვშლიდი
და მეც ვიცნობდი ამ საუკუნეს X3
ვიტყვი ცხოვრების წიგნებს ჩვენც ვშლიდით
და ჩვენც ვიცნობდით ამ საუკუნეს
ტექსტი: ტოფკა ჭინჭარაული
მუსიკა: მეხუთე სეზონი