ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე,
ხადუს ბანებზე ნადირნი ხტიან;
მთაში ღრეობას მართავენ ტიალს,
და ჩემი რაშიც, მიჰყვება ნიავს.
რეტად დამდგარან შატილის მთანი,
გადუკრეფიათ ღრუბლები შავი;
ეულად არის ხახმათის ჯვარი,
დაჟანგებულა თორღვაის ხმალი.
მაგრამ ოდესმე დადგება დარი,
ფშავ-ხევსურები კვლავ იომებენ;
გუდანისა და ლაშარის ყმანი,
წარსულს სიმღერით მოიგონებენ
ტექსტი: ჯარჯი შუქიაური
მუსიკა: მეხუთე სეზონი