mtis satrpialo -GIORGI CHITAURI-
https://www.facebook.com/Mamala28071993
შენი თვალები რა თვალებია
შენი თვალები გულით ვატარო
მე მინდა კარგო გულში ჩაგიკრა
ქვეყნად გატარო შემოგატარო
გაზაფხულდება აგუგუნდება
სვეტიცხოველის წმინდა ზარები
შენ სხვა წაგიყვანს ძვირფასო მაგრამ
იმაზე ძლიერ მე მეყვარები
უწინ მათრობდა შენი თვალები
ახლა იცოდე ღვინომ დამათრო
დღეიდან ღვინოს დავეწაფები
აღარ ვიფიქრებ შენზე არასდროს
ღვინო არაყი მე ვერ დამათრობს
ყანწებით რო ვსვა ჩემო სიცოცხლე
მე მხოლოდ შენი თვალები მათრობს
და ეს თვალები ღმერთო მიცოცხლე
მზე რო გამოვა გამოიდარებს
გარეთ გამოვლენ ბევრი ქალები
მაგრამ არავის აღარ ექნება
შენზე ლამაზი შავი თვალები.