Menu Sliding loi bai hat Search

Video ასე ღიღინში - დები გოგოჭურები ❤ Ase Ghighinshi - Debi Gogochurebi

Ca sỹ: Geo Hits

1,805,177 Lượt xem

Mô Tả

https://www.facebook.com/Mamala28071993
საპატრიარქოს საოჯახო ანსამბლი - "დები გოგოჭურები"
მუსიკა - თამარა გოგოჭური
ტექსტი - თემო არაბული


ახლანდელ წუთებს შემოაწვა წარსულის ბინდი,
და გავეხვიე მონატრების თითქოს და ალში,
ასე ვგონებდი ამას ჩემთვის ჩუმ-ჩუმად ვშლიდი,
და ქარს ვატანდი შორი ახლოს არაგვის ხმაში...


კოცნას ნანატრი...
შენც მომიტან გარეულ ვარდებს,
ჭრელა ყვავილით შემომიწნავ ჭრელ-ჭრულა გვირგვინს,
უჩემოდ ყოფნა შენაც იცი, არაფერს გარგებს,
და მეც უშენოდ მივეჩვიე მარტუა ტირილს..
კოცნას ნანატრი...


ხევსურის ქალი დაგეძებდი ბილიკზე მთა-მთა,
ხანაც ღიღინში ჩავაქსოვდი ფანდურის ნანას,
შენც იხსენებდი როგორ გიყვარს, ბეჭებზე თმათა,
ნისლებივით და ღრუბლებივით შემოშლა ცოტა..


ასე ღიღინში...
მონატრების ნაჭრელებს ვკერავ,
მინდა წარსულის დავივიწყო ცუდი ფიქრები,
შენზე გადმომცეს აქეთ მოდის ბილიკებს თელავს,
ვიცი მოხვალ და გელოდები, ერთად ვიქნებით, -
ასე ღიღინში ...

Video cùng người đăng